top of page
Блог: Blog2
Поиск
  • Фото автораBest Staff100

საუკეთესო გუნდი - თქვენი კომპანიისათვის!

Обновлено: 24 мар. 2019 г.

„ადამიანი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი!“ - ფილმი, სადაც ბრედ პიტი თამაშობს - ბეისბოლის გუნდის მწვრთნელის მთავარ როლს და რომელიც გადაღებულია რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით.


დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უეჭველად გექნებათ ნანახი ეს ფილმი...

ამ ფილმში ბრედ პიტის (ტრენერის) მიზანია - შექმნას კონკურენტუნარიანი ბეისბოლის გუნდი, მიუხედავათ კლუბის შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებისა.


მისი სტრატეგია და მეთოდი იყო აბსოლუტურად განსხვავებული და მდგომარეობდა - მოთამაშეების სარგებლიანობის (Key Performance Indicators, KPI)და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით - გუნდის ფორმირებაში.


ის არ ცდილობდა, რომ გუნდში აეყვანა განთქმული, პოპულარული (და შესაბამისად ძვირადღირებული) მოთამაშეები, არამედ არჩევდა ნაკლებადცნობილი და შეიძლება ერთი შეხედვით, უპერსპექტივო მოთამაშეებს.


მთავარი აქ იყო მოთამაშის სპეციალიზაცია და ის სათამაშო მახასიათებლები, რომლებიც  მის ძლიერ მხარეთ ითვლებოდა.


შედეგად, ამ პრინციპით ჩამოყალიბებულმა გუნდმა, მოიგო ბეისბოლის მსოფლიო სერია, რომელიც არ მოუგია 86 წლის განმავლობაში.


ზუსტად იგივე პრინციპი „მუშაობს“ ბიზნესში და კორპორატიულ მენეჯმენტში!


როგორ განვახორციელოთ საუკეთესო გუნდის ფორმირება, ჩვენს ხელთარსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენებით?


რა კრიტერიუმებით შევაფასოთ ადამიანები და როგორ შევარჩიოთ გუნდის ლიდერი?


ეს და ბევრი სხვა პრობლემა წარმოიქმნება, ნებისმიერი სახის პროექტის რეალიზაციის დროს.

პროექტების განხორციელებისას, კომპანიები ხშირად მიმართავენ - დავალებების გაცემის და შესრულების მკაცრი კონტროლის პრაქტიკას, რის შედეგადაც ბევრი პროექტი წარუმატებელი ხდება.


რატომ?


საქმე ისაა, რომ დინამიურად ცვლად ბიზნეს-გარემოში, ინსტრუქციების მკაფიო შესრულება, კომპანიისათვის შეიძლება ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს, რადგან ზღუდავს ოპერატიულობას და მოქნილობას, აგრეთვე ამცირებს შემოქმედებით და არასტანდარტულ მოქმედებათა ალბათობას.

იბადება კითხვები, თუ:


· როგორ გავზარდოთ ადამიანთა ერთობლივი (გუნდური) მუშაობის ეფექტიანობა? · რა ფაქტორები და როგორ უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვსურს რომ ჯგუფის სამუშაო პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი?

· როგორ უნდა უხელმძღვანელოდ ჯგუფის მუშაობას?

· რატომ მუშაობენ - ერთნი ერთად უკეთესად და უფრო ეფექტიანად, ვიდრე ცალ-ცალკე? სხვები კი, ნიჭიერი და საქმეში გამოცდილნი, ერთ გუნდში მუშაობისას, უფრო დაბალ შედეგებს აღწევენ - ვიდრე ცალ-ცალკე?

ამ კითხვებზე პასუხები მოცემულია - გუნდური მუშაობის აღიარებულ მეთოდიკაში, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი კომპანია არ იყენებს.


კომპანიები, რომლებიც ცდილობენ მოიზიდონ ნებისმიერი ტალანტი, საუკეთესო ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომლებსაც კი იპოვიან, ხშირად მოლოდინის შესაბამის შედეგს ვერ აღწევენ.


საიდუმლო იმაშია, რომ გუნდი არაა სხვადასხვა თანამდებობის ადამიანთა უბრალო ერთეული. გუნდი ინდივიდთა გაერთიანებაა, რომლის ყოველი წევრი თამაშობს თავის სპეციფიურ და მისთვის ბუნებრივ როლს.


ჩვენ შეგვიძლია, სპეციალური ტესტირების მეთოდიკის გამოყენებით შევარჩიოთ თქვენი გუნდისათვის ზუსტად ის კანდიდატურები, რომლებიც გაზრდიან გუნდის საერთო ეფექტიანობას და გადაწყვიტავენ პროექტებთან დაკავშირებულ ყველა ამოცანას.


მოგეხსენებათ, რომ მთავარია მაინც საბოლოო შედეგია!


თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ:


გუნდის ფორმირების Masrer-Class- ის ჩატარება;გუნდის ფორმირების პროცესში - საკონსულტაციო მომსახურეობა;გუნდის ფორმირების პროექტის მენეჯმენტი;


მენეჯმენტის აკადემიის „ბიზნეს-ლაბორატორია“

კონტაქტი:


 Tel. 593667218     E-mail:  hr.contact100@gmail.com


 Facebook: „მენეჯმენტის აკადემია“                 BLOG :  Beststaff100.blogspot.com


33 просмотра0 комментариев
bottom of page