top of page

როგორ დავიწყოთ სამსახური?!

ყველაზე მარტივი გზა სამსახურის დაწყებისავის

რატომ არის რთული სამსახურის „შოვნა“?

კომპანიების HR-მენეჯერები იძახიან, რომ სამსახურის მაძიებელი ბევრია, მაგრამ სპეციალისტები კი ძალიან ცოტა...

ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ მაგალითად ისეთ ყველაზე მოთხოვნად პოზიციაზე, როგორიცაა „გაყიდვების მენეჯერი“, სათანადოთ მომზადებული სპეციალისტების მძაფრი დეფიციტია.

მიზეზი?

მიზეზი კი ის არის, რომ არ არსებობს იგივე გაყიდვების მენეჯერების მომზადების სპეციალიზირებული კურსები (ის, რომ კომპანიებში გაყიდვების მენეჯერებს უტარებენ ე.წ. ტრენინგებს - გასაყიდი პროდუქტის თემაზე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაყიდვების მენეჯერები ფლობენ გაყიდვების ტექნიკებს და გაყიდვების პროცესის ალგორითმს).

ცხადია, რომ ნებისმიერ სამსახურში (და ნებისმიერ პოზიციაზე) საჭიროა სპეციალური უნარჩვევები და პროფესიონალური ცოდნა, რისი მიღებაც შესაძლებელია ან სპეციალიზირებული კურსის გავლის, ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებით.

მაგრამ, საიდან მივიღოთ იგივე გამოცდილება, თუკი სამსახურს ვერ ვშოულობთ?

ამასთან ერთად, ბევრი ადამიანი მისთვის სასურველი პოზიციის დაკავების მოლოდინში, უქმად კარგავს თვეებს და წლებსაც და იშვიათად თუ დაფიქრდება იმაზე, რომ ამ ხნის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში შესაძლებელია  სხვა სამსახურის დაწყება.

აშ როგორია ის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავიწყოთ სამსახური ისეთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებით, როგორიცაა:

/ გაყიდვების მენეჯერი / სატელეფონო ოპერატორი / მერჩენდაიზერი / სავაჭრო წარმომადგენელი / სუპერვაიზერი / სავაჭრო ქსელის კონსულტანტი / ძიძა / დისტრიბუტორი / და სხვა.

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ რეკრუტინგის სააგენტოს - „Best Staff”-ს, გააფორმოთ ხელშეკრულება, გაიაროთ სპეციალიზირებული ტრენინგი (სრულიად უფასოდ) და მიიღოთ კვალიფიკაცია (და სერტიფიკატი).

 რის შემდეგაც სააგენტოს მიერ, თქვენი კანდიდატურები პირველ რიგში წარდგენილი იქნება კომპანიებში, შესაბამისად მათი მოთხოვნების თანახმად.

თქვენ აითვისებთ სპეციალობას, დაიწყებთ სამსახურს და აღარ დაკარგავთ სამსახურის ძიებაზე დროს.

მოქმედეთ და გისურვებთ წარმატებას!

რეკრუტინგის სააგენტო - <Best Staff>

კონტაქტი:

tel. 593667218     e-mail:  hr.contact100@gmail.com     Blog:  http://beststaff100.blogspot.com

О нас: О нас
bottom of page